[fsbox bg=”rgba(0,0,0,0.3)”] უკრაინაში ომის დაწყებისთანავე კრემლის მედია და ოფიციალური წარმომადგენლები ცდილობდნენ იგი ქვეყნის შიდა კონფლიქტად მოენათლათ, რაშიც რუსეთს არანაირი როლი არ გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მედია ადასტურებს რუსეთის ფართო დახმარებას ე.წ. “სეპარატისტებისადმი”, მაინც ხშირად გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა “მეამბოხეები” და “სამთავრობო ჯარები”, რითიც ისინი უნებლიედ ხელს უწყობენ კრემლის მიერ შემოთავაზებულ სამოქალაქო ომის ნარატივის. ეს გასაგებიცაა, რადგან წარმოებული კონფლიქტი წარმოჩენილია როგორც ჭეშმარიტი სამოქალაქო ომი, სადაც რუსეთი უარყოფს მის მონაწილეობას იმ “მოხალისეების” დაცვის კუთხით, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს ებრძოლათ “სეპარატისტების” მხარეს დონბასში. თუმცა, არსებობს ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს ომი არ არის უკრაინის შიდა კონფლიქტი. .[/fsbox] |
. | ||||
English 한글 Italiano Svenska ქართული Română Deutsch Русский Português Español Nederlands עברית Čeština Français Polski Tiếng Việt |
[fsbox bg=”rgba(255,255,255,0.4)”] პრორუსული არეულობები ხარკოვში, რომლის დროსაც პროტესტის მონაწილეებმა მოახერხეს რეგიონული ადმინისტრაციის შენობის აღება ეხლა მხოლოდ ომის წინა პერიოდის სქოლიოდ რჩება. დონეცკის “ამბოხება” განსხვავებული გახდა იმის გამო, რომ ნიღბიანი ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც მოულოდნელად გადაადგილდებოდნენ დონბასში და იკავებდნენ პოლიციის შენობებს იარაღის მოსაპოვებლად. “დი -ენ-არ-ის” (დონეცკის ხალხთა რესპუბლიკა) ყოფილმა “თავდაცვის მინისტრმა” – იგორ “სტრელკოვ” გილკინმა ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში, აღიარა რომ სწორედ მან “გამოკრა ომის ჩახმახს ხელი” დონბასში, როდესაც მან ყირიმში რუსი და ადგილობრივი მოხალისეებისგან შემდგარი ერთეული ჩამოაყალიბა:[/fsbox] | ||
[fsbox bg=”rgba(255,255,255,0.3)”]“სწორედ მე გამოვკარი ამ ომის ჩახმახს ხელი. ჩვენს ერთეულს რომ საზღვარი არ გადაეკვეთა, ყველაფერი ისე დასრულდებოდა როგორც ხარკოვსა და ოდესაში. რამოდენიმე ათეული მსხვერპლი, ნაწილი დამწვრობებით და დაკავებულები. და ესიქნებოდა ამ ყველაფრის დასასრული… პრაქტიკულად ჩვენი ერთეულის დამსახურებაა, რომ ეს მიმდინარე ომი გაგრძელდა. “[/fsbox] |
[fsbox bg=”rgba(255,255,255,0.2)”] ორი რუსი (რეალურად მოსკოველები), იდგნენ ე.წ. დი -ენ-არ-ის შექმნის სათავეებთან – ზემოთ ნახსნები იგორ გილკინი და რესპუბლიკის პირველი სამოქაალქო ლიდერი, ალექსანდრ ბოროდაი. როგორც ჩანს, ამ ორ დამპყრობელს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აკავშირებს ერთმანეთთან, ისინი ყოველთვის ადვოკატირებას უწევდნენ რუსულ ექსპანსიონიზმს და ცივი ომის შემმდგომ რევანშიზმს მაშინაც კი, როდესაც ეს არ იყო მეინსტრიმი. ორივე პროფესიულად დაკავშირებულია რუს მართლმადიდებელ ოლიგარქ, კონსტანტინ მალოფეევთან, რომლის ოცნებებიც, რუსული იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით, საჯაროდ არის ცნობილი. მოგვიანებით ორი დამპყრობელი აიძულეს დაეტოვებინათ დონბასი, ამასობაში, რუსული წყაროების მიხედვით, კრემლის წარმომადგენლებმა პირდაპირი კონტროლი აიღეს ხელში, ინარჩუნებდნენ რა უკრაინის მოქალაქეებს, მაგალითად დი-ენ -არ- ის “პრემიერ მინისტრ” ზახარჩენკოს, როგორც მოჩვენებით მმართველს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ მრავალი დი-ენ-არ-ის წამყვანი ფიგურა არის რუსი ეროვნების.[/fsbox] |
[fsbox bg=”rgba(255,255,255,0.3)”] ამ დროისთვის, კონფლიქტი შეიძლება კერძო (თუმცა ასევე რუსული) მცდელობად ჩანდა, რომ არა იარაღის სტაბილური შემოდინება რუსეთის საზღვრიდან. მომარაგების შემოსვლა დაიწყო ივნისიდან, მას შემდეგ რაც ტერორისტებმა დაიკავეს უმეტესობა უკრაინული გამშვები პუნქტებისა რუსეთთან საზღვრამდე მონაკვეთში, გახადეს რა ეფექტურად უკონტროლო რუსეთთან საზღვარი. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის და ნატო-ს მიერ წამოყენებული მრავალი პრეტენზიის დასადასტურებლად მცირე მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, რომ რუსული იარაღი კვეთდა საზღვარს, არსებობს OSCE-ს პრობლემა, რომელსაც არ უშვებდნენ უმეტესობა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე არსებობს რამდენიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ რუსული ტექნიკა შემჩნეულ იქნა თავდაპირველად რუსეთის ტერიტორიაზე და მერე უკვე დონბასში, ყველაზე მეტად აღსანიშნავია ბუკ შუმ სისტემა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით MH-17 ჩამოაგდო. ნაწილი სატრანსპორტო საშუალებებისა და იარაღისა, რომელიც უკრაინაშია დაფიქსირებული რუსეთშია წარმოებულიდა არასოდეს ყოფილა გაომყენებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ.[/fsbox] |
[fsbox] ღია საომარი მოქმედებების პირველ ეტაპზე, 2014 წლის ივლისში რუსულმა არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა ნახევრად ალყაში მოქცეულ უკრაინულ შენაერთებს, რომლებიც შეეცადნენ დაეცვათ საზღვარი. ეს შეტევები დაფიქსირებული აქვს უამრავ სოციალური მედიის მომხმარებელს, არსბეობს ვიდეოები და ბოლოს, ეს ყველაფერი შემაჯამებლად დამტკიცდა ბელლინგცატ-ის ღია წყაროს საგამოძიებო პროექტის ფარგლებში. საარტილერიო შეტევებმა უკრაინული მხარის მძიმე ზარალი გამოიწვია, როგორც აღჭურვილობის ისე პერსონალის მხრივ და უკრაინელები იძულებულნი გახდნენ ჯარები უკან, დასავლეთისკენ გამოეხმოთ.[/fsbox] |
Image: released by NATO |
[fsbox bg=”rgba(255,255,255,0.7)”] უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს ქონდა რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი casus belli, რომელიც დაიწყო რუსეთში შექმნილი ერთეულებით, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, რომელიც წახალისებული იყო რუსული იარაღით და ჯავშანტექნიკით, რუსული არტილერიის და რეგულარული ერთეულების პირდაპირი ჩართულობით და რუსეთიდან მასიურად შემომავალი არარეგულარული შენაერთების მონაწილეობით. როდესაც უყურებ ამ დადგენილ ფაქტებს, უკვე შეუძლებელია აღნიშნულ რუსეთ-უკრაინის ომს უწოდო შიდა კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის იმთავითვე სწორედ ამას ისახავდა მიზნად. .[/fsbox] |
Get involved: join our team! | Translate this article to your language |